მაიკლ კერიკი – სადებიუტო მატჩის მომგები პირველი ინგლისელი 90 წლის შემდეგ

0
2

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სტუმრად „ვილიარეალი“ 2:0 დაამარცხა.

მანჩესტერელებს გასულ მატჩში მაიკლ კერიკმა უხელმძღვანელა, რომელიც ნორვეგიელი ოლე-გუნარ სოლსკიაერის გაშვების შემდეგ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს.

1931 წლის შემდეგ, ის პირველი ინგლისელია მწვრთნელია, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში მანჩესტერელებს მოაგებინა. მაშინ, გუნდს უოლტერ კრიკმენი ავარჯიშებდა.

40 წლის კერიკი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2006-2018 წლებში თამაშობდა და 464 მატჩში 24 გოლი გაიტანა.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ 10 ქულა აქვს და F ჯგუფში პირველ ადგილზეა.