ბენზემას ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს

0
3

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა საბერძნეთის „ოლიმპიაკოსის“ ნახევარმცველ მატიე ვალბუენას საქმეში დამნაშავედ ცნეს.

Get French Football-ის ინფორმაციით, ბენზემას ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს და ასევე, ჯარიმის სახით 75000 ევროს გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ ბენზემას ვალბუენას შანტაჟში მონაწილეობას აბრალებდნენ. კერძოდ, დამნაშავეები „ოლიმპიაკოსის“ ფეხბურთელს ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ და 150000 ევროს სძალავდნენ, ხოლო ბენზემა თითქოს ამ საქმეში შუამავალი იყო და ვალბუენას თანხის გადახდას ურჩევდა.

ამ სკანდალის გამო ორივე მოთამაშე ევრო-2016-ის წინ საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს. ბენზემა ეროვნულ გუნდში წელ ევრო-2020-ის წინ დააბრუნეს.