არაბულმა საბერძნეთში თავი მეორედ გამოიჩინა

0
2

ბაჩანა არაბულმა ამ სეზონში საბერნეთის სუპერლიგა 1-ში თავისი მეორე გოლი გაიტანა, რომელიც მის გუნდს თუნდაც ქულის მოსაპოვებლად არ ეყო.

მე-10 ტურში. „ლამია“, რომელშიც ქართველი თავდამსხმელი გამოდის, შინ „პანათინაიკოსს“ შეხვდა და 1:3 წააგო.

არაბულმა ანგარიში 36-ე წუთზე გახსნა და მასპინძლებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ 3 გოლი გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ.

არაბული „ლამიაში“ მე-2 სეზონს ატარებს და 7 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.

„ლამია“ 9 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.