პოჩეტინო შესაძლოა უახლოეს ხანში სათავეში „მანჩესტერს“ ჩაუდგეს

0
22

მაურისიო პოჩეტინო შესაძლოა უახლოეს პერიოდში სათავეში „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩაუდგეს, იუწყება manchestereveningnews.co.uk.

არგენტინელს სპეციალისტს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ მანჩესტერელთა გაწვრთნისთვის მზადაა პარიზელებთან ხელშეკრულება ახლავე გაწყვიტოს. მან პსჟ 2021 წლის 2 იანვარს ჩაიბარა, როდესაც გერმანელი თომას ტუხელი შეცვალა.

„იუნატედის“ ბოსებმა ახალი მწვრთნელის ძებნა მას მერე დაიწყეს, რაც გუშინ ოლე-გუნარ სოლსკაიერი დაითხოვეს.

სხვათა შორის, პოჩეტინოს მოწვევა მანჩესტერელებს 2018 წელს სურდათ, როდესაც სამხრეთ ამერიკელი ლონდონის „ტოტენჰემს“ ავარჯიშებდა.