„ელჩეს“ ხელმძღვანელებმა დაკავებული თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი ფრან ესკრიბა დაითხოვეს.
56 წლის ესპანელ სპეციალისტს კარისკენ ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტურში შინ „ბეტისთან“ 0:3 მარცხის შემდეგ მიუთითეს.
„ელჩე“ 11 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-18 ადგილზეა.
ესკრიბა გუნდს 2021 წლის თებერვლიდან უძღვებიდა. მანამდე, ის „ელჩეს“ 2012-2015 წლებში ავარჯიშებდა.
