კატარში ათვლა დაიწყო – მსოფლიო ჩემპიონატს წელიწადი გვაშორებს

0
20

კატარის დედაქალაქ დოჰაში ამოქმედდა სპეციალური საათი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დარჩენილ დროს დაითვლის.
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ოფიციალურ ცერემონიალზე მუნდიალისთვის მოსამზადებელი ეტაპი შეაფასა:
,,რამდენიმე ათეული წელია, სპორტული ღონისძიებების ორგანიზებით ვარ დაკავებული. მაგრამ, არასდროს მინახავს ისეთი რამ, რაც აქ ხდება. ყველაფერი მზად არის, სტადიონები ფანტასტიკურია. გულშემატკივრები დიდ სიამოვნებას მიიღებენ. ამ ქვეყანასა და რეგიონს მთელი მსოფლიო გაიცნობს. ერთმანეთს ბევრი ადამიანი შეხვდება, რომლებიც საერთო იდეის წინაშე იქნებიან გაერთიანებულნი. ფეხბურთის მნიშვნელობა სწორედ ესაა,” – განაცხადა ინფანტინომ.
კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.