ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისის“ მეხუთე მარცხი სეზონში

0
3

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი მატჩი წააგო.

მე-10 ტურში ფამაგუსტელები სტუმრად ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ შეხვდნენ და 2:3 წააგეს. არადა, „ანორთოსისი“ მე-20 წუთზე მატჩს იგებდა.

ქეცბაიამ სასტარტო შემადგენლობაში მეკარე გიორგი ლორიამ დააბრუნა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ნიკა კაჭარავა თამაშში 52-ე წუთზე ჩაერთო.

ნახევარმცველი ნიკა ნინუა განაცხადში არ იყო და დიდი ალბათობით ზამთარში ისევ ბერძნულ პაოკში დაბრუნდება. „ანორთოსისი“ 12 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ ქეცბაიას გუნდს ჩემპიონატში ჯერ ფრე არ უთამაშია – 4 წაგება და 5 გამარჯვება.