ყაზანის „რუბინმა“, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, რუსეთის პრემიერ ლიგის მე-15 ტურში სტუმრად „სოჩისთან“ 3 ქულა აიღო.
ყაზანელებმა პირველი ტაიმი 0:1 წააგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს და 30 ივლისის შემდეგ სტუმრად პირველად მოიგეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი განაცხადში არ იყო. საქმე ისაა, რომ კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 4 ყვითელი ბარათი მიიღო და სოჭში დისკვალიფიკაციის გამო არ ითამაშა.
„რუბინი“ 19 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
ტულას “არსენალი” გასვლაზე მოსკოვის “დინამოსთან” 1:5 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ტულელთა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
