“ინსაიდერმა ჟურნალისტმა” “ინსაიდერი ფორვარდი” “მანჩესტერის” მთავარმწვრთნელობიდან დაითხოვა

0
11

ნორვეგიელი სპეციალისტი, ოლე გუნარ სულშერი ”მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.
”მანჩესტერის ხელმძღვანელობამ, ხუთსაათიანი განხილვის შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ოლე გუნარ სულშერი. ახალი მწვრთნელის დანიშვნამდე გუნდში დარენ ფლეტჩერი და მაიკლ კერიკი უმუშავებენ” – წერს ავტორიტეტული ”ინსაიდერი” ფაბრიციო რომანო.
პრემიერლიგის ბოლო ხუთი მატჩიდან ”იუნაიტედმა” მხოლოდ ერთი მოიგო და ოთხ შეხვედრაში დამარცხდა. ნორვეგიელი სპეციალისტის ბოლო მატჩი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ”უოტფორდთან” შედგა, სტუმრად მანჩესტერულმა გუნდმა 4 გოლი გაუშვა და ერთიდერთი ბურთი გაიტანა.