„მილანმა“ მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში პირველი მატჩი წააგო.
სტეფანო პიოლის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად „ფიორენტინასთან“ 3:4 დამარცხდა.
მილანელებიდან დუბლი შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეასრულა, ხოლო მასპინძლებიდან იმავე სერბმა თავდამსხმელმა დუშან ვლახოვიჩმა მოახერხა.
იბრაჰიმოვიში 40 წლისა და 48 დღის ასაკში ყველაზე ასაკოვანია ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ს ისტორიაში ერთ მატჩში 2 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მან ეს ევროპის ტოპ-5 ლიგაში 21-ე საუკუნეში პირველმა მოახერხა.
ამასთანავე ზლატანმა იტალიის ფეხბურთის ჩემპიონატის ისტორიაში გოლის გამტან ყველაზე ასაკოვან მოთამაშეებში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ის ლეგენდარულ სილვიო პიოლას (40 წელი და 131 დღე) და ალესანდრო კოსტაკურტას (21 წელი და 25 დღე) ჩამორჩება.
