გიორგი ბერიძემ „უიპეშტის“ მაისურით მიმდინარე სეზონში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინია.
უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის მე-13 ტურში „უიპეშტმა“ შინ „დებრეცენი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში მე-20 წუთზე გახსნა. მარჯვენა ფლანგიდან პარტნიორის გადაცემის შემდეგ მან სტუმართა საჯარიმოში 2 მეტოქე ეფექტური ფინტებით ჩამოიცილა და შორეულ კუთხეში აუღებლად დაარტყა.
ბერიძემ ამ სეზონში ჩემპიონატში მე-3 გოლი გაიტანა, ხოლო თასზე თავი ამდენჯერვე გამოიჩინა.
„უიპეშტი“ 11 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.
„მეზიოკიოვეშდმა“ გასვლაზე „ზალაეგერშეგის“ დაუზავდა – 1:1. ქართველი მარცხენა მცველი ლუკა ლკავეხელიანი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო.