„ვერდერის“ მწვრთნელი ვაქცინაციის სერთიფიკატის გაყალბებისთვის დაითხოვეს

0
14

ბრემენის „ვერდერის“ ხელმძღვანელებმა დაკავებული თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი მარკუს ანფანგი და მისი თანაშემწე ფლორიან იუნგი დაითხოვეს.

ამის მიზეზი ისაა, რომ ორივე მათგანს ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაყალბებაში ადანაშაულებენ.

„კლუბისთვის, ჩემი ოჯახისთვის და თავად ჩემთვის ძალიან დაძაბული სიტუაციის გამო, გადავწყვიტე, რომ მთავარი მწვრთნელის რანგში მუშაობას დაუყონებლივ დავამთავრებდი. ამიტომ, შესაბამის პირებს ვთხოვე, რომ ჩემი კონტრაქტი დაუყონებლიბ გაეწყვიტათ და მათ ჩემი თხოვნა დააკმაყოფილეს“ – განაცხადა 47 წლის ანფანგმა.

ამჟამად, „ვერდერი“ 19 ქულით მეორე ბუნდესლიგაში მე-8 ადგილზეა.