მარსელო გალიარდო ურუგვაელთა გაწვრთნის მთავარი კანდიდატია

0
16

არგენტინის „რივერ პლეიტის“ მთავარი მწვრთნელი მარსელო გალიარდო ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავკაცად დანიშვნის პოსტზე ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, იუწყება გამოცემა El Pais.

გალიარდოს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ბოლოს უმთავრდება და ურუგვაის ფეხბურთის ფედერაცია 45 წლის არგენტინელი სპეციალისტის მიწვევა სურს.

ურუგვაელებმა ნაკრებისთვის ახალი თავკაცის ძებნა მას მერე დაიწყეს, როდესაც თანამდებობიდან ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი დაითხოვეს, რომელიც 2006 წლიდან მუშაობდა.