ლობჟანიძის საშინაო გამარჯვება „ანთალიასფორთან“

0
5

„ჰათაისფორმა“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, თურქეთის სუპერლიგის მე-13 ტურში შინ სამი ქულა „ანთალიასფორთან“ აიღო – 3:1.

მასპინძლებმა ანგარიში პირველი ტაიმისთვის დამატებულ პირვლე წუთზე გახსნეს, მაგრამ სტუმრებმა საპასუხო ბურთი ორ წუთში გაუტანა და შესვენებამდე 1:1 დაფიქსირდა.

„ჰათაისფორი“ 65-ე წუთზე დაწინაურდა, ხოლო მესამე გოლი 85-ე წუთზე პენალტიდან გაიტანა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს.

„ჰათაისფორი“ 26 ქულით 20-გუნდიან სუპერლიგაში მეორე ადგილზეა.