ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა

0
16

გერმანიის ბუნდესლიგის მე-12 ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ გასვლაზე „აუგსბურგთან“ 1:2 წააგო. ბავარიელთა რიგებში ერთადერთი გოლი პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვკსკიმ მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ 33 წლის ფორვარდმა „აუგსბურგს“ სტუმრად მე-11 გოლი გაუტანა.
მან მიუნხენელთა ლეგენდარული თავდამსხმელის აწ გარდაცვლილი გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა, რომელმაც სტუმრად ამდენჯერვე ბუნდესლიგის ერთი გუნდის კარი აიღო. მან „შალკე“ 11-ჯერ დაამწუხრა.