გოგა ბითაძის 11 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა 22 წუთში

0
7

გოგა ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა და მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გაცილებით მეტს იმსახურებს, ვიდრე მისი საშუალო სათამაშო დროა (7.5 წუთი). ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში “ინდიანამ” “შარლოტ ჰორნეტსს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძლაში – 118:121 წააგო.
“პეისერზის” სასტარტო ხუთეულმა ვერ გაამართლა. ლიდერ დომანტას საბონისს 8 ქულა ჰქონდა, ხოლო მაილს ტერნერს – 6. აღსანიშნავია, რომ არც ერთ ინდიანელს 23 წუთზე მეტი არ უთამაშია. გოგა ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე არასრული 22 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი, 4-დან ერთი სამიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მის ნგარიშზე საბოლოოდ 11 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და ერთი დაფარება დაგროვდა. ბითაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში  ინდიანელებმა მეტოქეს 14 ქულით აჯობეს. ქართველი ცენტრი საკმაოდ აქტიური იყო, 2 დაჯარიმდა და ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს. შარლოტში 32 ქულით, 11 მოხსნით და 8 პასით საუკეთესო ლონზო ბოლი გახლდათ.
“ინდიანას” 6 მოგების წილ 11 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. 22 ნოემბერს ინდიანელები “ნიუ ორლეანს” უმასპინძლებენ.