„ჩერნომორეცის“ მძიმე მარცხი – წიტაიშვილი განაცხადში არ იყო, ვაჩიბერაძეს ტაიმი აკმარეს

0
4

ოდესის „ჩერნომორეცი“, სადაც გიორგი წიტაიშვილი და ბექა ვაჩიბერაძე გამოდიან, უკრაინის პრემიერ ლიგის მე-15 ტურში სტუმრად კიევის „დინამოსთან“ 1:6 განადგურდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი წიტაიშვილი ოდესელთა განაცხადში არ იყო. შეგახსენებთ, რომ ის „ჩერნომორეცში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე სწორედ კიეველებმა გაანათხოვრეს.

საყრდენმა ნახევარმცველმა ვაჩიბერაძემ სტუმრებს პირველ ტაიმში უკაპიტნა, რის შემდეგ შეცვალეს.

„ჩერნომორეცი“ 11 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.