ურუგვაის ნაკრებში ტაბარესის ეპოქა დასრულდა

0
5

ურუგვაის ნაკრებმა ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ტაბარესის დათხოვნის მთავარ მიზეზად ურუგვაის ნაკრების ბოლო პერიოდის ცუდი ასპარეზობა სახელდება. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ურუგვაი ჯერჯერობით მეშვიდე ადგილზეა. როგორც მოგეხსენებათ, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს  მხოლოდ 4 სამხრეთამერიკული ნაკრები მოიპოვებს, ერთი კი პლე იოფში იასპარეზებს.
ტაბარესმა ურუგვაის ნაკრები 2006 წელს ჩაიბარა და მთავარი მწვრთნელის რანგში 234 შეხვედრა ჩაატარა. გუნდმა 2010 წლის მუნდიალზე ნახევარფინალამდე მიაღწია, 2011 წელს კი კოპა ამერიკის მოგება შეძლო.