პაკეტა ოქტომბერში ლიგა 1-ში საუკეთესოა

0
22

„ლიონის“ ნახევარმცველი ლუკას პაკეტა ოქტომბრის თვეში საფრანგეთის ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, იუწყება საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია.

გასულ თვეში, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 24 წლის ნახევარმცველმა ჩემპიონატში 4-ჯერ ითამაშა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

გამოკითხვის შედეგად პაკეტამ ხმების 49% მიიღო და როგორც „რენის“ ფორვარდ გაეტან ლაბორდს (39%), ასევე „ნიცას“ თავდამსხმელ ანდი დელორს (15%) აჯობა.

პაკეტა „ლიონში“ იტალიის „მილანიდან“ შარშან გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 50 მატჩში 15 გოლი გაიტანა.