ლინგარდი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა

0
2

ჯესი ლინგარდი დიდი ალბათობით „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ მომავალი წლის ზაფხულში წავა.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელებმა ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზეს, მაგრამ ლინგარდი ფინანასურმა პირობებმა არ დააკმაყოფილა. კერძოდ, მას უფრო დაბალი ხელფასი შესთავაზეს, ვიდრე ამჟამად აქვს.

აქედან გამომდინარე, ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი „იუნაიტედის“ ბოსებთან მოლაპარაკების გაგრძელებას არ აპირებს.

მეტიც, მას სურს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იჯარით სხვა კლუბში წავიდეს, რათა მეტი სათამაშო პრაქტიკა მიიღოს.

ინგლისური მედია იუწყება, რომ ლინგარდის თავის რიგებში ხილვა პრემიერ ლიგის კლუბებს „ევერტონსა“ და „ნიუკასლს“ სურთ.

ლინგარდი „მანჩესტერის“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2011 წლიდან ირიცხება. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 218 მატჩში 35 გოლი გაიტანა.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლინგარდი სხვადასხვა პერიოდში „ლესტერში“, „ბირმინგემში“, „ბრაიტონში“, „დერბიში“ და „ვესტ ჰემში“ გაანათხოვრა.