ინგლისის პრემიერ ლიგა ამერიკული ტელეკომპანიისგან 2 მილიარდს მიიღებს

0
2

ამერიკული ტელეკომპანია NBC Universal-მა ინგლისის პრემიერლიგის მატჩების ტრანსლიაციის უფლება ისევ მიიღო და სანაცვლოდ სოლიდურ თანხას გადაიხდის.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, NBC Universal პრემიერ ლიგის თამაშებს 2022-2023 წლების სეზონიდან დაწყებული 2027-2028 წლების სეზონის ჩათვლით აჩვენებს.

ამერიკულ ტელეგიგანტს ეს ორი მილიარდი ფუნტ სტერლინგი დაუჯდება. ძველი ხელშეკრულების თანამხად, რომელის 2015 წელს გაფორმდა, NBC Universal-ი 740 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიდა.

აქვე გეტყვით, რომ მაისში ინგლისის პრემიერ ლიგამ ბრიტანულ ტელემაუწყებლებთან კონტრაქტი 2025 წლამდე დადო  და ხაზინას 5,1 მილიარდი ფუნტ სტერლინგით შეავსებს.