დანი ალვეში „ბარსელონაში“ მინიმალურ ხელფასზე ითამაშებს

0
15

დანი ალვეში „ბარსელონაში“ წელიწადში 155000 ევროს მიიღებს, იუწყება ესპანური გამოცემა Marca.

ეს მინიმალური ხელფასია, რომლის გადახდის საშუალებას ლა ლიგა კლუბს უმაღლეს დივიზიონში მოსპარეზე პროფესიონალის ფეხბურთელისთვის აძლევს.

ბრაზილიელი მცველისთვის ასეთი დაბალი ანაზღაურბის მიცემა იმითაა განპირობებული, რომ მთავარ მწვრთნელად ხავის დანიშვნის შემდეგ, რომელიც „ბარსაში“ 6-კაციან სტაფით მივიდა, კატალონიელებს თავისუფალი თანხა აღარ დარჩათ სახელფანსო ფონდში, რომლის ლიმიტსაც ლა ლიგა აწესებს.

38 წლის ალვეში „ბარსელონასთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. ის კატალონიელთა ღირსებას 2008-2016 წლებში იცავდა და 23 ტიტული მოიგო.