ჟოან ლაპორტა:“ბარსელონაში“ მესის და ინიესტას დაბრუნებას არ გამოვრიცხავ“

0
1

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ  ბრაზილიელი დანი ალვეშიც პრეზენტაცის დროს, კლუბში ლიონელ მესისა და ანდრეს ინიესტას დაბრუნება არ გამორიცხა.

„მესისა და ინიესტას დაბრუნებას არ გამოვრიცხავ. დღეს დანი დაბრუნდა, ხოლო ხვალ შესაძლოა სხვები დაბრუნდნენ. ლეო და ანდრესი ორი უდიდესი მოთამაშეა, რომლებმაც კლუბი ამჟამინდელ სიმაღლეზე აიყვანეს. მომავლის წინასწარმეტყველება არ შემიძლია.

ისინი დღემდე თამაშობენ და ყოველთვის „ჩვენიანები“ იქნებიან, მაგრამ მოქმედი კონტრაქტები აქვთ თავის ამჟამინდელ კლუბებთან, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. თუმცა, ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია“ – იუწყება ლაპორტას ნათქვამს Mundo Deportivo.

38 წლის ალვეშმა, რომელსაც ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტული მოუგია, „ბარსელონასთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.