“ტორპედოს” გია ცეცაძე გაწვრთნის

0
31

ქუთაისის “ტორპედოს” გია ცეცაძე უხელმძღვანელებს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.

ცეცაძემ ეს სეზონი “სამტრედიაში” დაიწყო, რომელიც მიმდინარე თვეში დატოვა. აღსანიშნავია, რომ მას დებიუტი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტურში სწორედ “სამტრედიასთან” ექნება.

47 წლის ცეცაძე “ტორპედოში” დანიშვნამდე გორის “დილას”, თბილისის “ლოკომოტივს”, “სამტრედიას”, “საბურთალოს” და უკრაინის “ლვოვს” წვრთნიდა.

მან “სამტრედიასთან” ერთად 2016 წელს საქართველოს ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო. ცეცაძე საქართველოს 19-წლამდელთა და 21-წლამდელთა თავკაციც იყო.

მისი ხელმძღვანელობით 19-წლამდელებმა 2013 წელს ლიტვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშეს.