სერხიო სკორიოლომ ესპანეთის ნაკრებში 24 კანდიდატი გამოიძახა

0
6

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქე ესპანეთმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. მთავარმა მწვრთნელმა, სერხიო სკარიოლომ 24 კალათბურთელი გამოიძახა, საიდანაც ძირითად განაცხადში 12 კაცი მოხვდება:
ფრენცის ალონსო, დარიო ბრისუელა, ალბერტო დიასი, ხაიმე ფერნანდესი, რუბენ გერერო (უნიკახა), ვიქტორ არტეგა (მოვისტარი), ჯონათან ბარეირო (სარაგოსა), ხოსეპ ბუსკეტს კოსტა (უგუნდოდ), კინო კოლომი (აეკი), დანი დიესიფრან გერა (ტენერიფე), დილიმანე დიოპი (ბასკონია), მარკ გარსია, მიქელ სალვო (სან პაბლო ბურგესი), გილემ ჟუ, დანი პერესი, იანკუბა სიმა (მანრესა), ხაბი ლოპეს-აროსტეგი, ხაიმე პრადილია, ხოსეპ პუერტო, ხოან სასტრე (ვალენსია), ხოელ პარა, ორიოლ პაული (გრან კანარია), სებასტიან დიასი (ჩიბა ჯეტსი).
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთს 29 ნოემბერს, ქალაქ ხაენში შეხვდება. მანამდე, 26-ში კი თბილისში უკრაინას დაუხვდება. მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის G ჯგუფში საქართველოს, უკრაინისა და ესპანეთის გარდა ჩრდილოეთ მაკედონიაცაა, რომელსაც საქართველო მომავალ თებერვალში, ორჯერ დაუპირისპირდება.