“ქუთაისმა” ლიდერობა გაიმყარა

0
2

სუპერლიგის მე-6 ტური დღეს რეგიონებში დაიწყო. ქუთაისსა და ბათუმში 2 მატჩი გაიმართა, რომლის შემდეგაც რომლებშიც ცხრილის სათავეში მყოფი უნდები იღებდნენ მონაწილეობას. ჩემპიონატის ერთადერთმა დაუმარცხებელმა გუნდმა “ქუთაისმა” სუპერლიგის დებიუტანტ “მეგას” უმასპინძლა და 10 ქულის სხვაობით – 82:72 დაამარცხა.

მატჩი სტუმრების უპირატესობით დაიწყო, რომლებიც სადებიუტო წუთებში მცირედით ლიდერობდნენ. პერიოდის მიწურულს ქუთაისელებმა უპირატესობა და შესაბამისად, ლიდერობა მოიპოვეს და ათწუთეული 20:18 მოიგეს.

დიდ შესვენებამდე ქუთაისელებმა ზეწოლა გააძლიერეს და ლიდეორბა 7 ქულამდე გაზარდეს, თუმცა მესამე პერიოდიდან “მეგამ” თამაში გამოასწორა და ლეგიონერების წინამძღოლობით ჩამორჩენის გაბათილება იწყო. ერთ ეპიზოდში სტუმრებმა დაწინაურება მოახერხეს – 54:53, თუმცა ეს ქუთაისელებისთვის განგაშის სიგნალი აღმოჩნდა, რომლებმაც ლიდერობა დაიბრუნეს და თამაშისთვის განკუთვნილ დროში უპირატესობას ზრდიდნენ.

საბოლოოდ შეხვედრა ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. სუპერლიგის ლიდერმა დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში პოზიციები გაიმყარა – 5-დან 5 გამარჯვება. იმერულ კლუბს 18 ქულითა და 16 მოხსნით გიორგი კორსანტია გამოირჩა. 13-13 ქულა ოთარ ფხაკაძემ და ნიკოლოზ სოსელიამ მოაგროვეს. აკაკი დვალიშვილი 11 ქულით, 7 მოხსნით და 3 ჩაჭრით გამოირჩა. “მეგაში 27 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო დემონტე ფლანიგანი.