კვარაცხელია და სტერლინგი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში საუკეთესოები არიან

0
8

საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი რაჰიმ სტერლინგი მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საუკეთესო ევროპელი მოთამაშეები არიან წარმატებული დრიბლინგის რაოდენობით, იუწყება WhoScored.

კვარაცხელია ერთ მატჩში საშუალოდ ოთხჯერ ახერხებდა მეტოქე ფეხბურთელებისთვის გვერდის ავლას, ხოლო სტერლინგსაც ანალოგიური სტატისტიკა აქვს.

მესამე ადგილზე ისრაელის ნაკრების და დონეცკის „შახტარის“ ფორვარდი მანორ სალომონია, ხოლო მეოთხეზე – ხორვატიის ეროვნული გუნდისა და ლონდონის „ჩელსის“ შუახაზელი მატეო კოვაჩიჩი.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კვარაცხელიამ 6 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა -შვედების კარი ორჯერ აიღო, ხოლო თითო გოლი ესპანეთსა და საბერძნეტს გაუტანა.