ფუტსალისტთა ნაკრების ფრე რუმინელებთან – ბოლო წამებზე გაშვებული მოგების შანსი

0
3

საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთს მეორე ამხანაგური მატჩიც მოუგო.

პირველი შეხვედრისგან განსხვავებით ამჯერად ავთანდილ ასათიანის შეგირდებს გამარჯვება გაუჭირდათ, მაგრამ მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირველი ტაიმის 0:3 წაგების შემდეგ, შეხვედრის ბედი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტეს.

რიჩარდ ისლაიმ ანგარიში 44-ე წამზე გახსნა, ხოლო მე-17 წუთზე მან დუბლი შეასრულა. შესვენებამდე 15 წამით ადრე ტამაშ კუსმოდიმ ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ბრაზილიელის თალესის გადაცემის შემდეგ კარის წინ მდგომმა ბრუნო პეტრი ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა – ქუსლით მეკარეს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო.

ანგარიშის შემცირებიდან რამდენიმე წუთში მასპინძლებმა ერთი შეხებით რამდენიმე სვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც თითქმის კარის ხაზზე მდგომმა ირრაკლი თოდუამ ზუსტი დარტყმის დაასრულა.

თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე, მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს და თალესმა ბურთი მიწაზე დაუშვებლად მეტოქის კარში გადაგზავნა – 3:3.

ანგარიშის გათანაბდებიდან ცოტა ხანში შაგინიამ რუმინელტა ნახევარზე ბურთი ჩაჭრა და გადაცემა ბრუნო პეტრის გაუკეთა, რომელმაც ქართველები დააწინაურა.

რუმინელები მარცხს თამაშის დასრულებამდე 22 წამით ადრე გადაურჩნენ, როდესაც ოლივეირამ პენალტი გამოიყენა – 4:4.

საქართველოს ნაკრები დეკემბერში ყირგიზეთთან ისპარინგებს და მომავალი დაპირისპირების ზუსტი თარიღი მოგვიანებით გაირკვევა.

სასტარტო შემადგენლობა: თორნიკე ბუკია, შოთა თოფურია, ირაკლი თოდუა, ვახტანგ კეკელია, გიორგი ღავთაძე.

სათადარიგოები: ბექა ტყემალაძე, გიორგი ქურდაძე, გიორგი ჩიმაკაძე, თალესი, შაგინია, ბრუნო პეტრი ბრანკო, არჩილ სებისკვერაძე, ჯანიკო გიორგაძე, ნიკოლოზ კურტანიძე.