გიორგი გულიაშვილი:”ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში დღეს შედგა”

0
4

გიორგი გულიაშვილისთვის ბათუმში ინგლისთან (3:2) მოგებული ამხანაგური შეხვედრა ჯერჯერობით კარიერაში საუკეთესო აღმოჩნდა, ვინაიდან საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში თავისი პირველი დუბლი მიითვალა და მასპინძლების წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

გიორგი გულიაშვილი:”პირველად ვითამაშეთ ბათუმში ამ სტადიონზე, გულშემატკივარი მთელი თამაში ჩვენს გვერდით იყო და ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო.

ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა, ასეთი დონის მეტოქესთან პირველად ვითამაშეთ და მოხარული ვარ, რომ ჩვენ სასარგებლოდ დასრულდა ყველაფერი.

როდესაც ინგლისის ნაკრებს უტან 2 გოლს, რა თქმა უნდა ეს დღე ემოციური გამოდის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში სწორედ დღეს შედგა”.