საქართველოს ფუტსალისტთა ნაკრებმა რუმინეთს პირველი სპარინგი მოუგო

0
2

საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევროპის 2022 წლის ჩემპიონატისთვის ემზადება, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში რუმინეთთან პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და გაიმარჯვა.

მატჩი მე-4 წუთზე ანგარიში ვახტანგ კეკელიამ გახსნა, რომელმაც გიორგი ღავთაძის პასი გამოიყენა.

მე-8 წუთზე მეკარე ზვიად კუპატაძემ ხელით გადაცემა მეტოქის კართან მდგომ ირაკლი თოდუას გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა.

მე-12 წუთზე, საქართველოს ნატურალიზებულმა ბრაზილიელმა თალესმა კეკელიამ მოძებნა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩის პირველი ნახევარი 3:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ, 23-ე წუთზე ჩვენი გუნდის კიდევ ერთმა ბრაზილიელმა ბრუნო პეტრი ბრანკომ ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა.

27-ე წუთზე, რუმინელმა პაულუ ფერეირამ სხვაობა სამ ბურთამდე შეამცირა.

ავთო ასათიანის შეგირდები ხვალ რუმინელებთან ოლიმპიურ სასახლეში მეორე შეხვედრას ჩაატარებენ, რომელიც ასევე 16:00 საათზე დაიწყება.

სასტარტო შემადგენლობა: ზვიად კუპატაძე, შოთა თოფურია, ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, გიორგი ღავთაძე

სათადარიგოები:  თორნიკე ბუკია, შაგინია, გიორგი ქურდაძე, გიორგი ჩიმაკაძე, თალესი, ჯანიკო გიორგაია, არჩილ სებისკვერაძე, ნიკოლოზ კურტანიძე, ბრუნო პეტრი ბრანკო.

ავთანდილ ასათიანი:”სამწუხაროდ, ძირითადი შემადგენლობის ბევრი ფეხბურთელი ტრავმის გამო დაგვაკლდა. ამ შეხვედრას მეორე ეს დატვირთვა ჰქონდა – ყველამ იცის, რომ რუმინეთთან რევანში გვქონდა ასაღები. კიდევ ერთი მომენტი – ეს ჩვენი ფორმაციის ნაკრების 50-ე მატჩი და 30-ე მოგება იყო. ეს ძალიან კარგია, რადგან უფრო მეტ თავდაჯერებულობას გვმატებს“.