რობერტო მანჩინი: ,,მარტში მსოფლიო ჩემპიონატზე გავალთ და იმედია, ტურნირსაც მოვიგებთ”

0
15

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართულ მატჩზე შემდეგი განაცხადა:
“ახლა, ვეღარაფერს შევცვლით. მარტში გადამწყვეტი თამაში გველის, რომელშიც მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. ნათელია, რომ გოლებთან დაკავშირებული პრობლემა გვაქვს, არადა, ბურთსა და ინიციატივას სწორედ ჩვენ ვფლობთ ხოლმე.

ჩრდილოეთ ირლანდია მთელი გუნდით თავს იცავდა, ასეთ მეტოქეებთან კი ყოველთვის გვიჭირს. ძალიან სამწუხაროა, რადგანაც ეს ჯგუფი დიდი ხნის წინ უნდა მოგვეგო. უბრალოდ, იმ მდგომარეობას უნდა დავუბრუნდეთ, რომელიც ამ პერიოდამდე გვქონდა.

გადამწყვეტ თამაშებში 2 პენალტი უნდა გაგვეტანა, რაც ნიშნავს, რომ მოსაგებად შანსები გაგვაჩნდა. ახლა, გადამწყვეტი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. იმედი მაქვს, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას მოვახერხებთ და ტურნირის მოგებასაც შევძლებთ”.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის C ჯგუფის ბოლო მატჩი ჩრდილოეთ ირლანდიასა და იტალიას შორის ფრედ 0:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ იტალიელებს ჩრდილოეთ ირლანდიასთან სტუმრად არასოდეს მოუგიათ – 3 ფრე და 4 მარცხი.

რობერტო მანჩინის გუნდმა 16 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. ,,სკუადრა აძურას” მუნდიალზე გასასვლელად პლეი ოფში თამაში მოუწევს. ჯგუფში პირველ ადგილზე შვეიცარია გავიდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.