ნეიმარი არგენტინასთან მატჩს გამოტოვებს, მესი მწყობრშია

0
3

ბრაზილიის ნაკრების ლიდერი მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად არგენტინასთან შეხვედრას გამოტოვებს.

ბრაზილიური გამოცემა Globo Esporte-ს ინფორმაციით, პსჟ-ს ფორვარდს კუნთების პრობლემა აქვს, რის გამო, არგენტინაში ვერ გაფრინდა.

ნეიმარმა კუნთების დისკომფორტის შესახებ სამწვრთნელო შტაბს აცნობა და რადგან ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე გასულია, ხოლო პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ სიტისთან“ მნიშვნელოვანი შეხვედრა ელოდება, ფეხბურთელი პარიზში დაბრუნდა.

სამაგიეროდ, არგენტინელებს გუნდის კაპიტანი ლიონელ მესი დაეხმარება, რომელმაც პსჟ-ში ტრავმის გამო ორი შეხვედრა გამოტოვა, მაგრამ გასულ კვირაში ურუგვაისთთნ შეხვედრაში 76-ე წუთიდან ითამაშა.