ხვიჩა კვარაცხელია: “იმედია, მომავალ წელსაც გაგვყვება ეს განწყობა”

0
4

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას წლის მაჟორულ ნოტზე დასრულება უხარია.
მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 4 გატანილი გოლით საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა ამის შესახებ გორში უზბეკეთთან (1:0) მოგებული სპარინგის შემდეგ ისაუბრა.
ხვიჩა კვარაცხელია: “დადებითად შევაფასებ ნაკრების თამაშს, ჩემი აზრით, ზედიზედ სამი მოგება ძალიან კარგი შედეგია. მნიშვნელობა არ აქვს ამხანაგური თამაში იქნება თუ ოფიციალური, ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ, ამ თამაშშიც ვაჯობეთ მეტოქეს და გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან კარგია, რომ ეს წელი დადებით ნოტზე დავასრულეთ. იმედია, მომავალ წელსაც გაგვყვება ეს განწყობა და დაგვეხმარება, რომ მეტი მოტივაციით ვითამაშოთ.”