დავით ვოლკოვი: “ეროვნული ნაკრების მაისურით გატანილი გოლის ემოციის გადმოცემა რთულია”

0
4

დავით ვოლკოვისთვის საქართველოს ნაკრების მაისურით გატანილი გოლით მიღებული ემოციის სიტყვებით გადმოცემა რთულია. მან ამის შესახებ გორში უზბეკეთთან მოგებული (1:0) ამხანაგური მატჩის მერე განაცხადა, რომელშიც გამარჯვების გოლი გაიტანა.
დავით ვოლკოვი: “ყველას ვულოცავ გამარჯვებას. რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვიყავი, როდესაც ნაკრებში გამომიძახეს და ყველანაირად ვცდილობდი ჩემი შანსი გამომეყენებინა. ძალიან გამიხარდა, სასტარტო შემადგენლობაში დაწყება.
რთულია სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია, რომელიც ეროვნული ნაკრების მაისურით გატანილ გოლს ახლავს თან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდმა ჩემი გოლით მოიპოვა გამარჯვება. წარმატებას ვუსურვებ ჩვენ ნაკრებს. მიხარია, რომ წელი დადებითად დავასრულეთ”.