ზურიკო დავითაშვილი: “ფეხბურთელმა ყოველთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთო”

0
9

ზურიკო დავითაშვილის თქმით, საქართველოს ნაკრებისთვის გულშემატკივრის ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც ბოლო ორ შეხვედრაში გამოჩნდა.
გორში უზბეკეთთან (1:0) მოგებულ სპარინგში საგოლე პასის ავტორმა ამის თაობაზე მატჩის შემდეგ ისაუბრა.
ზურიკო დავითაშვილი: “ძალიან სასიხარულოა, როდესაც სამ თამაშს იგებ. ეს მთელ საქართველოს ძალიან სჭირდებოდა. რაც შეეხება ჩემს თამაშს, რა თქმა უნდა, კმაყოფილი არასდროს არ ვარ. ფეხბურთელმა ყოველთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთო.
რაც შეეხება ნაკრებს, იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ და მომდევნო თამაშებშიც გამარჯვებით გავახარებთ ჩვენ გულშემატკივარს. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრის ფაქტორს, ეს კარგად გამოჩნდა ბოლო ორ თამაშში.”