გურამ კაშია: “სათამაშო ხარისხი გავაუმჯობესეთ და ახალი სისტემაც ვიპოვეთ”

0
2

საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია ბოლო სამი თამაშის მოგების შემდეგ, მომავალს ოპტიმისტურად უყურებს. მან ამის შესახებ გორში უზბეკეთთან ამხანაგურ შეხვედრაში 1:0 გამარჯვების მერე განაცხადა.
გურამ კაშია: “ბოლო სამი თამაში, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმ ოპტიმიზმს, რომ შემდეგი ციკლისთვის უკეთესად ვითამაშოთ. სათამაშო ხარისხი გავაუმჯობესეთ, ახალი სისტემაც ვიპოვეთ, რომელიც კომფორტულია ფეხბურთელებისთვისაც და მწვრთნელებისთვისაც. ფეხბურთელებს ყოველთვის გვიხარია და მოტივირებული ვართ ნაკრებში ჩამოსვლისას.”