გოგა ბითაძე “ინდიანას” ხუთი ქულით, ორი მოხსნით და სამი დაფარებით დაუბრუნდა

0
17

22 წლის ქართველი მეფარის გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერზმა” NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა “ნიუ იორკ ნიქზთან” ჩაატარა და 84:92 დამარცხდა. ბითაძე, რომელმაც „ფილადელფიასთან“ გამართული მატჩი ავადმყოფობის გამო გამოტოვა, გუნდს დაუბრუნდა და პარკეტზე 16 წუთი და 29 წამი გაატარა. ამ დროში, გოგამ 5 ქულა, 2 მოხსნა, ერთი ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა ორიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ერთი საჯარიმო ზუსტად გამოიყენა, 3 სამქულიანი გააცუდა, ბურთი არ დაუკარგავს და არც პერსონალური შენიშვნა მიუღია.
„ინდიანას“ 6 მოგება და 9 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მეთორმეტე პოზიციას იკავებს. „პეისერზი“ მომდევნო შეხვედრას „დეტროიტთან“ 18 ნოემბერს გამართავს.