სოლომონ კვერკველია:“ლესტერთან“ მოლაპარაკება მართლაც მიმდინარეობდა“

0
13

ხარკოვის „მეტალისტ 1925“-ის მცველმა სოლომონ კვერკველიამ უკრაინულ ჟურნალის „ფუტბოლთან“ საუბარში დაადასტურა, რომ თავის დროზე მისი შეძენა ინგლისის „ლესტერს“ მართლაც სურდა.

„მოლაპარაკება მართლაც მიმდინარეობდა. „ლოკომოტივში“ საუცხოო სეზონი ჩავატარე. ჩვენ რუსეთის ჩემპიონები გავხდით და 29 თამაში ჩავატარეთ. ცოტა გოლს ვუშვებდით და ნაკრებშიც ყველა მატჩი ვითამაშე. ტრანსფერი რატომ არ შედგა? საბოლოდ, მე არ დამიკავშირდნენ. ყველაფერი მოლაპარაკების ეტაპზე დასრულდა“- განაცხადა კვერკველიამ, რომელიც უკრაინულ კლუბს შემოდგომაზე შეურთდა.

მან „ლოკომოტივი“, რომლის შემადგენლობაში რუსეთის ჩემპიონობასთან ერთად თასიც მოიგო, 2021 წელს თავისფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

ქართველმა ფეხბურთელმა ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ მის კარიერაში საუკეთესო მწვრთნელი იური სიომინია.