შერმადინის “ტენერიფემ” ბურჯანაძის “ბეტისი” სტუმრად დაამარცხა

0
9

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეათე ტურში ბექა ბურჯანაძის „ბეტისმა“ გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ უმასპინძლა. ფავორიტად სტუმრები ითვლებოდნენ, რომლებსაც აქამდე 9-დან 6 შეხვედრა ჰქონდათ მოგებული. მათ სტატუსი გაამართლეს და „ბეტისთანაც“ გაიმარჯვეს – 81:72.
ბურჯანაძე გადამწყვეტ მომენტში მოედანზე იყო და ბოლო წუთებზე გუნდს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა. მისი მონაგარი ასეთი გახლდათ: 18 წუთი, 8 ქულა, 6 მოხსნა.


„ტენერიფეს“ ცენტრმა გიორგი შერმადინმა 17 წუთში 6 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.
სტუმართა გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა ბრუნო ფიტიპალდომ, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო. შერმადინის გუნდი უახლოეს მატჩს 20 ნოემბერს „გრან კანარიასთან“ შინ გამართავს, „ბეტისი“ 21-ში მადრიდში „რეალს“ ეწვევა.