ფუტსალისტთა ეროვნული ნაკრები რუმინეთთან ისპარინგებს

0
6

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მზადების ფარგლებში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი 16-17 ნოემბერს თბილისში რუმინეთს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები უახლოესი ორი თამაშისთვის 15 მოთამაშის შემადგენლობით ემზადება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: ჯანიკო გიორგაია (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ირაკლი თოდუა (თელასი,თბილისი,საქართველო), ვახტანგ კეკელია  (სიპარი, ტაჯიკეთი),  არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ,შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ,თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ბრუნო პეტრო (ხაენი, ესპანეთი),თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია),  გიორგი ქურდაძე (დინამო, გროდნო, ბელარუსი),ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო)

16-17 ნოემბერი | 16:00 | თბილისის ოლიმპიური სასახლე

საქართველო – რუმინეთი

კოვიდ 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, ორივე შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ YouTube არხზე იხილავთ.

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: აკრედიტაციის მისაღებად მიმართეთ სფფ-ის პრესსამსახურს.