„ნორვიჩს“ დინ სმიტი გაწვრთნის

0
2

პრემიერ ლიგის აუტსაიდერ „ნორვიჩის“ მთავარ მწვრთნელად დინ სმიტი დანიშნეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.

50 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა ორწელიწადნახევრიანი კონტრატი გააფორმა. მისი ასისტენტი „ლესტერის“ ექსთავკაცი კრეიგ შექსპირი იქნება.

სმიტი 2018 წლის 10 ოქტიმბრიდან ბირმინგემის „ასტონ ვილას“ წვრთნიდა, საიდანაც გასულ კვირაში დაითხოვეს. მან „ნორვიჩში“ დანიელ ფარკე შეცვალა, რომელსაც კარისკენ 6 ნოემბერს მიუთითეს.

„ნორვიჩს“ 11 ტურის შემდეგ მხოლოდ 5 ქულა აქვს და გასაკვირი არაა რომ ბოლო ადგილზეა.