ესპანეთი დიდ საფეხბურთო ფორუმზე ზედიზედ მეთხუთმეტედ ითამაშებს

0
1

 

ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე გავიდა, რომელიც მომავალი წლის ნოემბერ-დეკემბერში ყატარში ჩატარდება.

B ჯგუფის დასკვნით მატჩში ესპანელებმა სევილიაში უმასპინძლეს და 86-ე წუთზე ალვარო მორატას გატანილი გოლით გაიმარჯვეს.

მან 2014 წლიდან მოყოლებული დღემდე ეროვნულ გუნდში თავისი 23-ე ბურთი გაიტანა, რაც 7-წლიან პერიოდში „ფურია როხაში“ საუკეთესო შედეგია. მან ნაკრების მაისური 50-ჯერ მოირგო.

ესპანეთმა 19 ქულა დააგროვა და დიდ საფეხბურთო ფორუმზე როგორიც მსოფლიო ჩემპიონატი ან ევროპის ჩემპიონატია ზედიზედ მეთხუთმეტედ გავიდა, ისევე როგორც გერმანია.

თამაშის შემდეგ ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ შვედეთთან მისმა გუნდმა იწვალა, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლით თითქოს მხრებიდან მთა მოსცილდა.

შვედები მსოფლიო პირველობაზე მოსახვედრად 2022 წლის მარტში პლეი-ოფში ითამაშებენ.

ამავე ჯგუფის ბოლო ტურში საბერძნეთმა შინ კოსოვოს ვერ მოუგო – 1:1. ბერძნები10 ქულით მე-3 ადგილზე გავიდნენ. შეგახსენებთ, რომ B ჯგუფში საქართველომ 7 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო კოსოვო 5 ქულით ბოლო პოზიცაზეა.