დრამა ლისაბონში და რონალდუს ცრემლები – სერბეთი მსოფლიო ჩემპიონატზე 90-ე წუთზე გავიდა

0
1

სერბეთის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა A ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ლისაბონში პორტუგალიის ნაკრები დრამატულ ორთაბრძოლაში დაამარცხა და ყატარში 2022 წელს გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა.

მატჩის მე-2 წუთზე ანგარიში რენატუ სანჩესმა გახსნა, რომელმაც ევრო-2016-ს შემდეგ ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა.

33-ე წუთზე პორტუგალიელთა საჯარიმოს ხაზიდან დუშან ტადიჩის დარტყმის შემდეგ მასპინძლების მეკარე რუი პატრისიუ ძალიან ძალიან უხეშად შეცდა და სტუმრება თანაფარდობა აღადგინეს – 1:1.

შეხვედრის 90-ე წუთზე ალექსანდარ მიტროვიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა და სერბეთს ყატარის საგზური მოუტანა.

პორტუგალია ბოლო 28 წლის მანძილზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ მეორედ დამარცხდა.

პირველად პორტუგალიელებმა დანიელებთან 2008 წელს წააგეს, როდესაც 2:1 იგებდნენ და გოლი ჯერ 90-ე წუთზე გაუშვეს, ხოლო შემდეგ – 92-ეზე.

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერის მანძილზე პირველად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა. სხვათა შორის, ის თამაშის შემდეგ ატირდა.

პორტუგალიას მუნდიალზე გასამგზავრებლად ბრძოლა 2022 წლის მარტში პლეი-ოფში მოუწევს.

მატჩის დასრულების მერე, პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა დაფიქსირებულ შედეგზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ გაანცხადა, რომ მისი გუნდი ყატარში აუცილებლად გაემგზავრება.