19-წლამდელებმა პორტუგალიის სამთა ტურნირზე დანიასთანაც წააგეს

0
3

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, პორტუგალიაში გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ სამთა ტურნირზე ასპარეზობა დანიასთან 0:3 მარცხით დაასრულა.

სკანდინავიელ თანატოლებთან მატჩამდე, ვასილ მაისურაძის ასაკობრივი ნაკრები, მასპინძელ პორტუგალიასთან მინიმალური სხვაობით – 1:0 დამარცხდა.

საქართველო – დანია 0:3 (0:2)

13 ნოემბერი. ვილაე მეა. “ისტადიუ მუნისიპაუ”.

საქართველო: ხარატიშვილი (თანდილაშვილი, 68), პირტახია, უგრეხელიძე (ბაგრატიონი, 68), გიზო მამაგეიშვილი (წულუკიძე, 78), დუნდუა, ჩხეტიანი (სიხარულაშვილი, 85), ოთარ მამაგეიშვილი, გვიშიანი (გოგოტიშვილი, 78), გეგუჩაძე (კეკელიძე, 68), აბუაშვილი (იობაშვილი, 68), ცხოვრებაშვილი (კვერნაძე, 46).

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.

გოლები: 0:1 ფრაულო (12), 0:2 ფრაულო (37), 0:3 ბიერეტი (80)

გაფრთხილება:დუნდუა (8), ცხოვრებაშვილი (40), იელეერტი (26), ოთარ მამაგეიშვილი (90+2), ლარსენი (90+2).

მთავარი მსაჯი: ჟოაუ აფონსუ (პორტუგალია)

შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელებმა, ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი, ნორვეგიაში პირველ ადგილზე დაასრულეს და ელიტ რაუნდის საგზურის მოპოვება შეძლეს.

გაზაფხულზე გასამართი ელიტ რაუნდის წილისყრა, დეკემბერში შედგება, ხოლო უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს, სლოვაკეთი 18 ივნისიდან, 1 ივლისამდე უმასპინძლებს.