რობერტო მანჩინი დარწმუნებულია, რომ იტალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავა.
მან ამის შესახებ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის C ჯგუფში რომში შვეიცარიელებთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა.
განვლილი შეხვედრის მე-11 წუთზე ანგარიში შვეიცარიელმა ვიდმერმა გახსნა, ხოლო დი ლორენცომ 36-ე წუთზე საპასუხო ბურთი გაიტანა. 90-ე წუთზე ჟორჟინიომ პენალტი ვერ გამოიყენა.
„ვითარება რთულია, მაგრამ ჩვენ შვეიცარიაზე წინ ვართ ორი ბურთით. ვეცდებით დასკვნით შეხვედრაში ჩრდილოეთ ირლანდიასთან ჩვენი ფეხბურთი ვაჩვენოთ და გავიმარჯვოთ. ასევე, გვეიმედება, რომ ბულგარეთი შვეიცარიასთან კარგ მატჩს ჩაატარებს.
ორბურთიანი უპირატესობა ძალიან მცირე ჩანს, თუმცა ამის მიუხედავად…ამასთანავე, ვინ იტყვის, რომ ბულგარეთი დადებით შედეგს ვერ მიაღწევს? ჩვენ მცირე უპირატესობა გვაქვს და ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამარჯვებას ვფიქრობთ.
მოთამაშეები განიცდიან რომ ასე მოახდა, მაგრამ მსგავსი რეაქცია ნორმალურია. პენალტის ვერგატანა 90-ე წუთზე…თუმცა, ახლა ვერაფერს შევცვლით. დარწმუნებული ვარ მსოფლიო ჩემპიონატზე გავალთ“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს football-italia.net.
