ლევან კობიაშვილი:”გუნდური მუშაობით და მონდომებით ყოველთვის მივაღწევთ გამარჯვებას”

0
5
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბათუმში შვედეთის ნაკრებთან 2:0 გამარჯვებას გამოეხმაურა.
ლევან კობიაშვილი:”ბათუმის სტადიონზე შვედეთის ნაკრები დავამარცხეთ. ამისთვის მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ბიჭებს, მწვრთნელებს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მატჩის ორგანიზებაში იყო ჩართული. გუნდური მუშაობით და მონდომებით ყოველთვის მივაღწევთ გამარჯვებას.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენ გულშემატკივარს. გუშინ ყველამ ერთად კიდევ ერთხელ დავინახეთ რამხელა ძალა გაქვთ თქვენ – მატჩის მე-12 მოთამაშეს. თქვენი შეძახილი, თქვენი გამხნევება შეუცვლელია და უდიდესი მოტივაციის მომცემია. ეს კი შედეგზეც აუცილებლად აისახება.
ჩვენ გუნდს 15 ნოემბერს კიდევ ერთი თამაში აქვს, რომელიც უზბეკეთის წინააღმდეგ გორში გაიმართება. ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენ ეროვნულ გუნდს, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ჩვენი გახარება.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ემოციებისთვის! წარმატებები ჩვენ ეროვნულ ნაკრებს!”.