კეინის „იდეალური“ ჰეთ-თრიქი და ინგლისის ნაკრების ახალი რეკორდი

0
4

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის I ჯგუფში, ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა მე-9 ტურში შინ ალბანეთი 5:0 გაანადგურა.

ინგლისელთა კაპიტანმა ჰარი კეინმა ალბანელებთან „იდეალური“ ჰეთ-თრიქი შეასრულა – გოლები მარჯვენა ფეხით, მარცხენა ფეხით და თავით გაიტანა.

ის 1993 წლის შემდეგ ინგლისის ნაკრების პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ასეთი რამ შეძლო. მაშინ, იმავე დევიდ პლატმა სან-მარინოსთან დაპირისპირებაში გააკეთა.

კეინმა ნაკრების მაისურით 44 გოლი გაიტანა და ინგლისელთა ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მე-4 ადგილს ჯიმი გრივზთან იყოფს. ნაკრების საუკეთესო მეგოლე 53 ბურთით უეინ რუნია.

თუმცა, კეინმა ოფიციალურ შეხვედრებში თავი 39-ჯერ გამოიჩინა და რუნის მიღწევა გააუმჯობესა, რომელმაც თავის ანგარიშზე 37 გოლი ჩაიწერა.

ინგლისის ნაკრებმა კალენდარული წლის განმავლობაში 42 გოლი გაიტანა და თავისი რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 1908 წლიდან არსებობდა. იმ წელს ბრიტანელებმა მეტოქეთა კარი 39-ჯერ აიღეს.ინგლისელები ჯგუფს 23 ქულით ლიდერობენ – 7 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და არცერთხელ დამარცხნდნენ. საუთგეიტის შეგირდებ,ა 29 ბურთი გაიტანეს და საკუთარ კარში 3 მიიღეს.