ზლატან იბრაჰიმოვიჩი: “ერთადერთი რაც დაგვაკლდა გოლები იყო“

0
2

ზლატანი იბრაჰიმოვიჩს მიაჩნია, რომ ერთადერთი რაც მის გუნდს საქართველოსთან შეხვედრაში დააკლდა გატანილი გოლები იყო.

შვედების ლიდერმა ამის შესახებ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში B ჯგუფში ბათუმში 0:2 წაგების შემდეგ განაცხადა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: „ერთადერთი რაც დაგვაკლდა გოლები იყო. პირველ ტაიმში ჩვენი შანსი რომ გამოგვეყენებინა მატჩში სულ სხვა სურათი იქნებოდა. იმედგაცრუებულნი ვართ რაც ნორმალურია.

ჩემი შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა. როდესაც ერთზე მეტი საგოლე მომენტი გაქვს უნდა გამოიყენო. გული სწორედ ამაზე მწყდება.

ერთი შეხვედრა დაგვრჩა და ვეცდებით დასახულ მიზანს მივაღწიოთ. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებთ და ახლა ძალა უნდა აღვიგდინოთ, რომ შემდეგი შეხვედრისთვის მოვემზადოთ.

ესპანეთთან სულ სხვა თამაში იქნება და ამდენი საგოლე შანსი არ გვექნება, მაგრამ როგორც კი გოლის გატანის შესაძლებლობა მოგვეცემა უნდა გამოვიყენოთ“.