გურამ კაშია:”სწორედ ეს სხვაობაა ქომაგებთან და მათ გარეშე თამაშს შორის”

0
4

საქართველოს ნაკრების მცველ გურამ კაშიას აზრით, მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში B ჯგუფში ბათუმში შვედეთთან (2:0) გამარჯვებაში, სტადიონზე მყოფმა გულშემატკივრებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს.

გურამ კაშია: “დღევანდელმა მატჩმა აჩვენა თუ რამდენ რამეს ცვლის გულშემატკივარი და პირველ ყოვლისა, მსურს მათ მადლობა გადავუხადო. ძალიან დაგვეხმარნენ, სწორედ ეს სხვაობაა ქომაგებთან და მათ გარეშე თამაშს შორის.

​ვთვლი, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ბოლო ორი მატჩი როგორც ვითამაშეთ, მონდომებით და გამარჯვების სურვილით, სწორედ ასეთი უნდა იყოს საქართველოს ნაკრები და ასე უნდა ვთამაშობდეთ სულ.

გახარებული ვარ, რომ ეს მატჩი მოვიგეთ, რადგან ეს ძალიან გვჭირდებოდა, როგორც ფეხბურთელებს, ისე მწვრთნელებს და მთელს საქართველოს. ნაჩვენები შედეგი, რა თქმა უნდა, ოპტიმიზმს აჩენს და ეს მომწონს, რადგან მე პირადად ოპტიმისტი ვარ და მუდამ მსურს წარმატებული ვიყო, წარმატებული იყოს გუნდი და ვიგებდეთ თამაშებს”.