ბუნდესნაკრებისა და ფლიკის რეკორდი

0
3

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის J ჯგუფში გერმანიამ თავის მოედანზე ლიხტენშტაინი 9:0 გაანადგურა.

ბოლო 52 წლის მანძილზე ბუნდესნაკრებმა მუნდიალის შესარჩევებში ერთ შეხვედრაში 9 გოლი პირველად გაიტანა.

ჰანს-დიტერ ფლიკი გერმანიის ნაკრების ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც დებიუტის შემდეგ ზედიზედ ექვსი ოფიციალური თამაში მოიგო.

ლიხტენშტაინთან შეხვედრაში დუბლი თომას მიულერმა მიითვალა, რომლის ანგარიშზე ნაკრებში გატანილი 42 გოლია. ის ამ მაჩვენებლით მიხაელ ბალაკს დაეწია და გერმანიის ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. მიულერი ერთი ბურთით უვე ზეელერს ჩამორჩება. ლიდერი მიროსლავ კლოზეა, რომლის ანგარიშზე 71 გოლია.